logo
ENG



ჰაიდაი: უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკში "ახმატის" ბატალიონის ქვედანაყოფი დაამარცხეს

07 ნოე 202218:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/fgmqzx4plla5tl6.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკში "ახმატის" ბატალიონის ქვედანაყოფი დაამარცხეს.

"გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლისიჩანსკში "ახმატის" ბატალიონის ქვედანაყოფი დაამარცხეს. შედეგად, 30-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა, ხოლო 15-მდე დაშავდა. დაღუპულთა რეალურ რაოდენობას მტერი საგულდაგულოდ მალავს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიარაღებულ ძალებს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!" - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა